თავში

ვაშინგტონში, ბაიდენის ინაუგურაციის გამო, ერთი კვირის განმავლობაში 13 სადგური დაიხურება

ვაშინგტონში, ბაიდენის ინაუგურაციის გამო, ერთი კვირი
ვაშინგტონში, ბაიდენის ინაუგურაციის გამო, ერთი კვირის განმავლობაში 13 სადგური დაიხურება

ვაშინგტონში, არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის გამო და უსაფრთხოების მიზნით, 13 მეტროსადგური ერთი კვირის განმავლობაში დაიხურება. ამის შესახებ ვაშინგტონის ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

აღინიშნა, რომ მეტროსადგურები ქალაქის ცენტრში მუშაობას 15 იანვრიდან 21 იანვრამდე შეწყვეტენ. ასევე, ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 26 ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ეროვნული გვარდიის 20 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაეხმარება.

11 იანვარს ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 24 იანვრამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system