თავში

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აქციას მართავენ
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ვაშინგტონში, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, დემოკრატების მხარდამჭერები არიან შეკრებილები და ტრამპს თეთრი სახლის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, დღეს თეთრ სახლთან აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებიც შეიკრიბებიან. 

ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გააყალბებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, არჩევნები დემოკრატებმა გააყალბეს.

ცნობისთვის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოში გაასაჩივრა.

აშშ-ში ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ჯო ბაიდენი საარჩევნო კოლეგიის 306 ხმას ფლობს, რითაც მან გამარჯვება, შესაძლოა ითქვას, უკვე მოიპოვა. ტრამპს კოლეგიის 232 ხმა აქვს.

ჯო ბაიდენის გამარჯვებას აღიარებენ, როგორც საერთაშორისო გამოცემები, ასევე მსოფლიო ლიდერებიც.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. აშშ-ის რიგით 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system