თავში

ვაშინგტონში ფხენიანის მოთხოვნებს "მტრულს და გაუმართლებელს" უწოდებენ

​ვაშინგტონში ფხენიანის მოთხოვნებს "მტრულს და გაუმართლებელს" უწოდებენ
ვაშინგტონში ფხენიანის მოთხოვნებს მტრულს და გაუმართლებელს უწოდებენ

აშშ-ს წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების საკითხში სტივენ ბიგუნი ფხენიანის მოთხოვნებს "მტრულს და გაუმართლებელს" უწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს.

"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ განცხადებების ტონი აშშ-ს, კორეის, იაპონიისა და ჩვენი ევროპული მეგობრების მიმართ ასეთი მტრული, ნეგატიური და გაუმართლებელია", - განაცხადა ბიგუნმა.

ჩრდილოეთ კორეა წლის ბოლომდე დედლაინს ასახელებს იმისთვის, რომ ვაშინგტონმა ფხენიანის მიმართ დენუკლეარიაზაციის საკითხებში ახალი დათმობების შესახებ განაცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბირთვული გამოცდების გაგრძელებას გეგმავს.

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ბიგანი დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს შეხვდა. მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის შენარჩუნებისა და დანუკლეარიზაციის პროცესის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system