
ვაშინგტონში, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მსახიობები ხოაკინ ფენიქსი და მარტინ შინი დააკავეს. მიტინგი არასანქცირებული იყო.
პოლიციამ მსახიობები 82 წლის ჯეინ ფონდას მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე დააკავეს, რომელიც არასანქცირებულ მიტინგებს კაპიტოლიუმთან უკვე რამდენიმე თვეა მართავს.
ხოაკინ ფენიქსმა დაკავებამდე სიტყვით გამოსვლა მოასწრო. ის ტრიბუნასთან ჯეინ ფონდამ თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად წარადგინა, რომელმაც ფილმ "ჯოკერში" შესრულებული როლისთვის ახლახან "ოქროს გლობუსი" მიიღო.
#VIDEO | Joaquin Phoenix’s full speech at The Fire Drill Friday Protest about the beef and dairy industries and how they have an impact on climate change pic.twitter.com/kw0yyeVSkT
— Joaquin Phoenix Updates (@DailyJoaquin) January 10, 2020