თავში

ვატიკანი საკუთარ ოლიმპიურ კომიტეტს შექმნის

​ვატიკანი საკუთარ ოლიმპიურ კომიტეტს შექმნის
ვატიკანი საკუთარ ოლიმპიურ კომიტეტს შექმნის

ვატიკანი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჩამოყალიბებას გეგმავს. ეს შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში მოხდეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფოში პროფილური საერთაშორისო ფედერაციების მიერ აღიარებული სპორტის 5 სახეობა გაჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ, რომის პაპის კულტურის საკითხებში საბჭოს წარმომადგენელზე დაყრდნობით, გამოცემა Inside The Games ავრცელებს.

მან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შესანიშნავ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ვატიკანის მონაწილეობა 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ერების აღლუმში ვატიკანის მონაწილეობა საკმაოდ რეალისტურია.

2019 წლის იანვარში ვატიკანში მძლეოსნობის ადგილობრივი ფედერაცია Athletica Vaticana დაფუძნდა. ამჟამად ვატიკანი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან (IAAF) გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system