თავში

ვატიკანის გავლენიანმა კარდინალმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა

ვატიკანის გავლენიანმა კარდინალმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა

ვატიკანში თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა გავლენიანი კარდინალი ჯოვანი ანჯელო ბეჩუ. მისი წმინდანთა განდიდების კონგრეგაციის პრეფექტის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.

75 წლის ბეჩუ რომის პაპის ფრანცისკეს ერთ-ერთი ყველაზე ახლო და ნდობით აღჭურვილი მრჩეველი იყო. 2011-2018 წლებში ვატიკანის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო საზოგადოებრივ საქმეში და სამდივნოში მეორე ყველაზე გავლენიან კაცს წარმოადგენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადადგომა, სავარაუდოდ, ლონდონში უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მსხვილ ინვესტიციას უკაშირდება. საქმე შემოწირულობებით მიღებული თანხით ქონების შეძენას, სერიოზულ დარღვევებსა და ფლანგვას შეეხება.

ლონდონში პრესტიჟულ სლოუნ ავენიუზე ქონების შეძენა ბეჩუს ვატიკანის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება. ინვესტიცია ოფშორული ფონდებისა და კომპანიების საშუალებით განხორციელდა. საქმესთან დაკავშირებით ვატიკანის 5 თანამშრომელი გადააყენეს. საქმის ფინანსურ გამოძიებას ვატიკანი აწარმოებს.

ჯოვანი ანჯელო ბეჩუ გადადგომის მიუხედავად კარდინალის ტიტულს შეინარჩუნებს, თუმცა პაპის არჩევნებში მონაწილეობს უფლება არ ექნება. ვატიკანში ბოლოს კარდინალი 2013 წელს, სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებით გადადგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system