თავში

ვატიკანმა საკუთარი ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა

ვატიკანმა საკუთარი ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა
ვატიკანმა საკუთარი ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა

ისტორიაში პირველად, ვატიკანმა მისი საბიუჯეტო მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ვატიკანი  იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ 5 171 უძრავ ქონებას ფლობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო  Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, ვატიკანმა 50 გვერდიანი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოოკუმენტებიდან ირვევა, რომ ვატიკანი იტალიაში 4 051 უძრავ ქონებას ფლობს, ხოლო საზღვარგარეთ - 1 120-ს

ამასთან, დაწესებულებების დაახლოებით 40%  ინსტიტუციურ შენობებს წარმოადგენს, მათ შორის სკოლებს, მონასტრებსა და საავადმყოფოებს.

წმიდა საყდრის კონსოლიდირებულმა ფინანსურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ გასულ წელს ვატიკანს 64.8 მლნ ევროს, 2019 წელს კი 79.2 მლნ ევროს დეფიციტი ჰქონდა.

წმიდა საყდრისთვის გასული წლის დეფიციტის შესავსებად, პაპის დასახმარებლად, შესაწირი ფონდიდან დაახლოებით 50 მილიონი ევრო გაიღეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system