თავში

ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარი გაიხსნა

​ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარი გაიხსნა
ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარი გაიხსნა

ვატიკანის მთავარი კათოლიკური ტაძარი, წმინდა პეტრეს ბაზილიკა მომლოცველებისთვისა და ვიზიტორებისთვის გაიხსნა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, დაძარი 10 მარტიდან დახურული იყო. რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომოდ რამდენიმე ღმრთიმსახურება ჩაატარა, რომელშიც მრევლი არ მონაწილეობდა.

ტაძარში შესვლას ვატიკანის ჟანდარმერია და მოხალისეები გააკონტროლებენ. ყველა ვიზიტორმა დაცვის ინდივიდუალური საშუალება უნდა გამოიყენოს.

15 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანები წირვებზე დასწრებას, წმინდა პეტრესა და რომში მდებარე სხვა ეკლესიებში, მხოლოდ ტემპერატურის გასაზომი პროცედურის გავლის შემდეგ შეძლებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system