თავში

ველურმა ძაღლებმა 16 ცხოველი მოკლეს

ველურმა ძაღლებმა 16 ცხოველი მოკლეს
ველურმა ძაღლებმა 16 ცხოველი მოკლეს

ინგლისში, შტორმი "კიარას" გამო ეროვნული პარკი დაზიანდა და ვოლიერებიდან ველურმა აფრიკულმა ძაღლებმა გაქცევა მოახერხეს. 

"შტორმის დროს გაქცევა 12-მა მათგანმა მოახერხა. ისინი მეზობლად მდგომ ვოლიერებს თავს დაესხნენ, სადაც სპარსული ირმები და ბერბერიული ცხვრები ცხოვრობდნენ. მათ 6 ირემი და 10 ცხვარი მოკლეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სერიოზული საფრთხე არსებობს ახლოს მცხოვრები ადამიანებისათვის, რადგან მათ პარკის ტერიტორიის გარეთ გასვლა ვერ მოახერხეს. ისინი თავიანთ ვოლიერებში მალევე დააბრუნეს. ჩვენი გუნდი მომხდარის გამო ძალიან დამწუხრებულია, რადგან აქ მცხოვრები თოთოეული ცხოველი ყველა თანამშრომელს ძალიან გვიყვარს. ამინდის პირობების გათვალისწინებით, ჩვენ ვცდილობთ, დაცვა მაქსიმალურად გავაძლიეროთ და დავიცვათ ჩვენი ბინადრები", - აცხადებს პარკის წარმომადგენელი.

ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) თანახმად, ველური აფრიკული ძაღლები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველებად ითვლებიან. ამჟამად მსოფლიოს მასშრტაბით მათი რაოდენობა მხოლოდ 1400-ია. ყველაზე ბევრი მათგანი აღმოსავლეთ აფრიკის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს. ისინი ზაზუნებსა და მსგავს ცხოველებზე ნადირობენ. სირბილის დროს მათ სიჩქარის განვითარება 70 კმ/სთ-მდე შეუძლიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system