
ვენაში აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის საკითხში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ორდღიან შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი შეიარაღების კონტროლი საკითხებში მარშალ ბილინგსლი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი მონაწილეობენ.
შეხვედრამდე მხარეები უმნიშვნელო კომენტარებით შემოიფარგლნენ. დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
სტარტეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ბოლო შეთანხმება, რომელსაც ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის, მხარეებს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის - 1550 ბირთვული იარაღის განლაგების საშუალებას აძლევს.
შეთანხმების შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლოა 5 წლით გაგრძელდეს
დონალდ ტრამპმა ჩინეთს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ არა ერთხელ მოუწოდა. აშშ მოითხოვს, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის გარდა, შეზღუდვა ჩინეთის ბირთვულ არსენალზეც გავრცელდეს. პეკინი, რომელსაც, სავარაუდოდ, 300-მდე ერთეული ბირთვული იარაღი აქვს, ვაშინგტონის წინადადებას უარყოფს.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი