თავში

ვენაში კარანტინი აღდგომის დასრულებამდე გაგრძელდება

​ვენაში კარანტინი აღდგომის დასრულებამდე გაგრძელდება
ვენაში კარანტინი აღდგომის დასრულებამდე გაგრძელდება

ვენაში კარანტინის გაგრძელება 6 აპრილამდე იგეგმება, რაც კათოლიკური შობის დასრულებას ემთხვევა. ამის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანშობერმა განაცხადა.

დედაქალაქში და მოსაზღვრე ფედერალურ მიწებზე დაიხურება ყველა მაღაზია, რომელიც პირველადი აუცილებლობის ნივთებით არ ვაჭრობს. შეზღუდული იქნება მოქალაქეების გადაადგილებაც.

შეზღუდვების დაწესების მიზეზი ვენაში კორონავირუსის "ბრიტანული მუტაციით" ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გახდა. ამის გამო ადგილობრივი საავადმყოფოები გადატვირთულია.

"საგანგაშო სიტუაციის გამო, ვენის მაგალითს სხვა ფედერალურმა მიწებმაც უნდა მიბაძონ", - განაცხადა მინისტრმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის მაღაზიებში შესვლა COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის გარეშე აიკრძალება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system