თავში

ვენაში, მსოფლიოში პირველი Instagram სელფების მუზეუმი იხსნება

ვენაში, მსოფლიოში პირველი Instagram სელფების მუზეუმი იხსნება
ვენაში, მსოფლიოში პირველი Instagram სელფების მუზეუმი იხსნება

დღეს ვენაში მსოფლიოში პირველი მუზეუმი გაიხსნა, სადაც გარემო სპეციალურად Instagram-ისთვის სელფების გადასაღებად ისე მოაწყვეს, რომ ფილტრების გამოყენების საჭიროება აღარ იყოს.
მუზეუმში არის რამდენიმე ინტერაქციული სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი ნამუშევრების შექმნის საშუალებას მისცემს. საგამოფენო დარბაზების კედლები სხვადასხვა ფერად არის შეღებილი.

მუზეუმის სახელწოდებაა Nofilter_museum და ის 6 თვის მანძილზე იქნება გახსნილი. იდეა ავსტრიის დედაქალაქში ინსტაგრამის პოპულარობის გამო გაჩნდა. მუზეუმში დამონტაჟებულია 24 სხვადასხვა ინსტალაცია, რომელთა დახმარებითაც სოციალურ ქსელში ფოტოს ატვირთვას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ თითის დაჭერითაა შესაძლებელი. ფოტოს დასამუშავებლად სხვა ფილტრებისა და პროგრამების გამოყენება საჭირო აღარ იქნება. 

ბილეთის ფასი კი 15 ევრო იქნება და მის მფლობელს მუზეუმის ინსტალაციებთან პოზირება 90 წუთის მანძილზე შეეძლება. 

”ჩვენ ვხედავთ, განვიცდით, ვგრძნობთ ვაგემოვნებთ და ვყნოსავთ. ჩვენ ვიღებთ სურათებს”, - წერს მუზეუმი თავის ვებ-გვერდზე.

მუზეუმი სტუმრებს მოუწოდებს, ხელოვნების ნაწილი გახდნენ. 

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ბოლო დროს ახალგაზრდები მუზეუმებს ხშირად აღარ სტუმრობენ. პრობლემის აღმოფხვრას ვენის მუზეუმი სოციალური მედიის დახმარებით ცდილობს. სელფის მუზეუმის მფლობელებს იმედი აქვთ, რომ მათ დღეში 300-500 ახალგაზრდა დამთვალიერებელი ეყოლებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system