თავში

ვენესუელაში ციხიდან გაქცევას 46 პატიმარი ემსხვერპლა

ვენესუელაში ციხიდან გაქცევას 46 პატიმარი ემსხვერპლა
ვენესუელაში ციხიდან გაქცევას 46  პატიმარი ემსხვერპლა

ვენესუელას ციხიდან გაქცევის მცდელობისას 46 პატიმარი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა  EFE ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, 17 გარდაცვლილი პატიმრის შესახებ. სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან დაჭრილთა უმეტესობა, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სააგენტომ ასევე დაადასტურა, რომ დაწესებულების დირექტორი, კარლოს როჯოს,თავის არეში სასტიკი ჭრილობა აქვს მიყენებული ხოლო ეროვნული გვარდიის ლეიტენანტი, რომელიც მონაწილეობდა აჯანყებების ჩახშობაში, აფეთქების შედეგად დაშავდა.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაადასტურა, დაახლოებით 2,5 ათასი პატიმარი იმყოფება ლოს ლლანოს სასჯელაღსრულების ცენტრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system