თავში

ვენეცია 1600 წლისაა

​ვენეცია 1600 წლისაა
ვენეცია 1600 წლისაა

ვენეცია ქალაქის დაარსებიდან 1600 წელს აღნიშნავს 25 მარტს.

ლეგენდის თანახმად, ეს ქალაქი წყალზე 421 წლის 25 მარტს, ღვთისმშობლის ხარების დღეს დაარსდა, როდესაც სავარაუდოდ ქალაქის უძველესი ეკლესია ააგეს, რომელიც მოციქულ ჯაკომოს პატივსაცემად აშენდა. ის ქალაქის უძველეს ნაწილში - რიალტოს ხიდთან მდებარეობს.

ვენეცია ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია. ყოველწლიურად, პანდემიამდე, მის სანახავად მთელი მსოფლიოდან სულ მცირე 20 მილიონი მოგზაური ჩამოდიოდა.

სადღესასწაულო თარიღისთვის ქალაქის ხელისუფლებამ რიალტოს ხიდი სადღესასწაულო განათებით მორთო. ის ღამით ანათებს. კარანტინის გამო, ქალაქში კონცერტები და სადღესასწაულო ღონისძიებები გაუქმდა. როგორც ვენეციის ვებგვერდი იტყობინება, დღესასწაულთან დაკავშირდებით, სან-მარკოს ბაზილიკაში წირვა ჩატარდება. მას მხოლოდ ქალაქის მოწვეული მაცხოვრებლები დაესწრებიან. მესას ტელევიზიით გადასცემენ. გარდა ამისა, 16 საათზე ვენეციის ყველა ტაძარი მნიშვნელოვან თარიღს ზარის რეკვით აღნიშნავს.

ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქალაქის იუბილე მთელი წლის განმავლობაში აღენიშნა. მერმა ლუიჯი ბრუგნარომ მოუწოდა, ვენეციისადმი მიძღვნილ ღონისძიებები 2022 წლის 25 მარტამდე მთელ მსოფლიოში აღენიშნათ. მუნიციპალიტეტი მზადაა, ამგვარი პროექტებისთვის საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system