თავში

ვერ ეგუება, რომ დამარცხდა - ბაიდენი ტრამპის შესახებ

ვერ ეგუება, რომ დამარცხდა - ბაიდენი ტრამპის შესახებ
ვერ ეგუება, რომ დამარცხდა - ბაიდენი ტრამპის შესახებ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი, "სიცრუის ქსელის" გავრცელებაში დაადანაშაულა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბაიდენმა  კაპიტოლიუმის შტურმის წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრამპის ქმედებები ძირს უთხრიდა შეერთებული შტატების დემოკრატიას.

"ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა შექმნა და გაავრცელა სიცრუის ქსელი 2020 წლის არჩევნების შესახებ. მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ ძალაუფლებას პრინციპებზე მაღლა აყენებს. ვერ ეგუება იმას, რომ დამარცხდა", -  განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპმა სამი განცხადება გააკეთა, სადაც მან აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმას კაპიტოლიუმზე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system