
თურქეთში, ანტალიაში ბოროტმოქმედმა სასროლო კლუბის გაქურდვა ვერ მოახერდა. მამაკაცმა სარკეში საკუთარი თავი დაინახა და ისე შეეშინდა, რომ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ვიდეო Antalya Atış Poligonu-მა Youtube გაავრცელა და მან ინტერნეტი დაიპყრო.
კადრებში ჩანს, რომ ქურდმა შენობაში ჩამსხვრეული ფანჯრიდან შეაღწია. ის მშვიდად კვეთს დერეფანს, შემდეგ კი სარკეებიან დარბაზში ხვდება.
ის თავს ატრიალებს და სარკეს წამით უყურებს, შიშისგან იმუხლება, შემდეგ კი გარბის.
გარეთ მას თანამზრახველი ელოდებოდა. ორივემ ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.