თავში

ვიეტნამი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციისთვის ემზადება

ვიეტნამი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციისთვის ემზადება
ვიეტნამი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციისთვის ემზადება

ვიეტნამის ხელისუფლება ტროპიკული შტორმის "ნოულის" გამო 550 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაციისთვის ემზადება.

ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა საკოორდინაციო კომიტეტის განცხადებით, ქარიშხალი "ნოული" მომდევნო 24 საათში, სავარაუდოდ, ცენტრალურ პროვინციებამდე მიაღწევს.

ვიეტნამის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტროპიკულ შტორმ "ნოულს" პარასკევს ტაიფუნის ძალა ექნება და მისი ქარის ნაკადის სიჩქარე 120 მ/წმ-ს მიაღწევს.

ცენტრალური პროვინციების ხელისუფლება მასშტაბურ სამზადისს ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად. დიდმა ნალექმა, შესაძლოა, სანაპირო ზონებში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვიოს. სტიქიასთან საბრძოლველად ვიეტნამის სახალხო არმიაც მობილიზებულია.

ოფიციალური მონაცემებით, ვიეტნამს ამ სეზონზე მეხუთე ტაიფუნი დაატყდება თავს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ტაიფუნით გამოწვეული ძლიერი წყალდიდობის შედეგად, 47 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system