თავში

ვიეტნამმა საკუთარი ვაქცინის მოხალისეებზე გამოცდა დაიწყო

​ვიეტნამმა საკუთარი ვაქცინის მოხალისეებზე გამოცდა დაიწყო
ვიეტნამმა საკუთარი ვაქცინის მოხალისეებზე გამოცდა დაიწყო

ვიეტნამმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გამოცადა დაიწყო. მოხალისეების ვაქცინაცია ჰანოის სამხედრო-სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ვაქცინა Nanocovax ვიეტნამის ფარმაცევტული კომპანია Nanogen-ის მიერ არის წარმოებული.

მიმდინარე წელს ვიეტნამში სამმა მწარმოებელმა ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ვაქცინაზე მუშაობა. სამივე მათგანმა ახლახან დაასრულა ცხოველებში გამოცდის ეტაპი. ამ პროცესის პარალელურად, ვიეტნამი ვაქცინის შეძენის თაობაზე უცხოურ მწარმოებლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ დროულად შეიძინოს პრეპარატი და დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია.

პანდემიის გავრცელების დღიდან ვიეტნამში 1405 ადამიანი დაინფიცირდა და 25 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1252 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system