თავში

ვიეტნამში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

​ვიეტნამში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა
ვიეტნამში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში, ქალაქ ვინში ხანძარს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

ცეცხლი 3-სართულიან სახლში გაჩნდა. აქ ოფისები და კერძო საცხოვრებლები იყო, პირველ სართულზე კი კაფე მდებარეობდა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ცოტა ხნის წინ დაიხურა.

ალი მთელ შენობაზე მალევე გავრცელდა. ადგილზე 100 მეხანძრე და სპეცტექნიკა იყო მობილიზებული. ძლიერი დაკვამლიანების გამო მათ შენობაში ჩაკეტილი ადამიანების გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system