თავში

ვიეტნამში მეწყერის შემდეგ 46 დაკარგულს ეძებენ

​ვიეტნამში მეწყერის შემდეგ 46 დაკარგულს ეძებენ
ვიეტნამში მეწყერის შემდეგ 46 დაკარგულს ეძებენ

13 ადამიანი დაიღუპა და 46 უგზო-უკვლოდ დაიკარგა ვიეტნამის პროვინცია კუანგამში ორი ძლიერი მეწყერის შემდეგ.

ვიეტნამს ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი "მოლავი" დაატყდა თავს, რამაც ძლიერი წვიმა და ქარიშხალი გამოიწვია.

სტიქიის ადგილებში სამაშველო სამუშაოებში ასობით სამხედრო მონაწილეობს.

ოფიციალური მონაცემებით, ვიეტნამს წელს ცხრა ტაიფუნი დაატყდა თავს, ხოლო ამ თვის დასაწყისში ინტენსიურმა წვიმებმა ყველაზე დიდი წყალდიდობა გამოიწვია, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანას დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system