თავში

ვიეტნამში მუსიკის მასწავლებელი ფეისბუქპოსტისთვის 11 წლით დააპატიმრეს

ვიეტნამი დააპატირეს
ვიეტნამში მუსიკის მასწავლებელი ფეისბუქპოსტისთვის 11 წლით დააპატიმრეს

ვიეტნამის სასამართლომ 43 წლის მუსიკის მასწავლებელს, ნგუენ ნანგ ტინს, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებული „ანტისახელმწიფოებრივი“ პოსტებისთვის, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

43 წლის მუსიკოსი დამნაშავედ ცნეს „ანტისახელწმიფოებრივი ინფორმაციის შექმნასა და მის გავრცელებაში". მსჯავრდებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ფეისბუქანგარიში, სადაც ეს ინფორმაციები ვრცელდებოდა, მას არ ეკუთვნის.

მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმების მიუხედავად, ვიეტნამში მმართველი კომუნისტური პარტია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მკაცრ ცენზურას ინარჩუნებს და ნებისმიერი სახის კრიტიკას დაუშვებლად მიიჩნევს.

"ფეისბუქში" "ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის გავრცელების" ბრალდებით გასულ თვეში 54 წლის არქიტექტორი დააკავეს და 12 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system