
ვიეტნამში შტორმ "ნიულის" შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პორტალი VnExpress International ავრცელებს.
სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ცენტრალური კომიტეტის ცნობით, დაშავებულია 112 ადამიანი.
ძლიერი ქარის შედეგად ცენტრალურ ვიეტნამში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტრომომარაგების აღდგენას 280 ათასი ოჯახი ელოდება.
ძლიერმა ქარმა 10 ათასზე მეტი ხე მოგლიჯა.