თავში

ვიეტნამში ტერორიზმის ბრალდებით მამაკაცს 11 წელი მიუსაჯეს

ვიეტნამში ტერორიზმის ბრალდებით მამაკაცს 11 წელი მიუსაჯეს
ვიეტნამში ტერორიზმის ბრალდებით მამაკაცს 11 წელი მიუსაჯეს

ვიეტნამის სასამართლომ მამაკაცს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და საგადასახადო დეპარტამენტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელებაში დამნაშავედ სცნო.

40 წლის ვიეტნამელმა მამაკაცმა ბომბი ბინ დონგის პროვინციაში, საგადასახადო დეპარტამენტში ააფეთქა. ოფისი დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

ოფიციალური წყაროების ცნობით, მამაკაცს დანაშაულის ჩადენამდე ტერორისტული აქტის მომზადებისთვის გარკვეულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ვიეტნამი ტერორისტულ  დაჯგუფებად აცხადებს, თანხა გადმოურიცხა. 

მამაკაცმა დანაშაული აღიარა და შეწყალება ითხოვა. Reuters-ის ცნობით, ბრალდებულის ადვოკატთან დაკავშირება მათ ვერ შეძლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system