თავში

ვიეტნამში წყალდიდობამ სახლები და გზები გაანადგურა

​ვიეტნამში წყალდიდობამ სახლები და გზები გაანადგურა
ვიეტნამში წყალდიდობამ სახლები და გზები გაანადგურა

ცენტრალურ ვიეტნამში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაინგრა სახლები და დაზიანდა გზები. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად სანაპირო ქალაქები ფუ იენი, ბინ დინი და ვიეტნამის ყავის მთავარი პროვინცია დაკ ლაკი დაზარალდნენ.

წყალდიდობის შედეგად 780 ჰექტარი ბრინჯის ველი დაიტბორა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა ვიეტნამში ნოემბრის ბოლოს დაიწყო.

The Wathers-ის ცნობით, დაზარალებულ რაიონებში დაახლოებით 60 000 სახლი დაიტბორა, წყლის დონემ კი 1,2 მეტრს მიაღწია. ერთ-ერთ ქალაქში დღე-ღამეში 432 მილიმეტრი ნალექი მოდიოდა.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვიმა ახლა შემცირდა და დაკარგულების ძებნა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system