თავში

ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა

ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა
ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა

ვიეტნამის ცენტრალურ პროვინციებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა, კიდევ 27 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სტიქიური უბედურებების შედეგებთან ბრძოლის ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტი ავრცელებს.

ცენტრალურ რეგიონში ორი კვირაა გადაუღებლად წვიმს, რაც ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის მიზეზი გახდა. ექვსი პროვინცია დაიტბორა, წყლის დონემ მრავალ ადგილებში ორ-სამ მეტრს მიაღწია.

საკოორდინაციო კომიტეტის მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 260 ათასზე მეტი მეურნეობა დაზარალდა, 52,9 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა, დაახლოებით 24,7 ათასი კი სერიოზულად დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა. წყალდიდობამ ასევე გაანადგურა 107,5 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ბევრ დასახლებულ პუნქტში ელექტროენერგიის გადამცემი და საკომუნიკაციო ხაზები მწყობრიდან გამოვიდა. გარდა ამისა, დაზიანდა და დაიტბორა ცენტრალური რეგიონის შიდა და ცენტრალური საავტომობილო გზები. უამრავი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.

ადგილებზე მაშველები და სპეციალისტები მუშაობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system