თავში

ვინ არის პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი

​ვინ არის პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი
ვინ არის პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი

ბუქარესტში მცხოვრები დუმიტრუ კომანესკუ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი გახდა. ეს ტიტული მან წინა რეკორდსმენის, 112 წლის ბრიტანელი რობერტ უეიტონის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

კომანესკუ 111 წლისაა. ის 1908 წლის 8 ნოემბერბს, რუმინეთში დაიბადა. ის მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა შემდეგ მეცნიერება მიატოვა და სოფლის მეურნეობის შესწავლა დაიწყო.

ამ სფეროში მან 70 წელი იმუშავა.

კომანესკუ აცხადებს, რომ მისი დღეგრძელობის რეცეპტი საკმაოდ მარტივია. ეს მეუღლის, ვაჟებისა და შვილიშვილების სიყვარულია. 

წინა რეკორდსმენი, პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, 112 წლის რობერტ უეიტონი მაისის ბოლოს გარდაიცვალა.

ბობ უეიტონი დიდი ბრიტანეთიდან მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი არაოფიციალურად 27 თებერვალს გახდა.

ტიტული უეიტონმა ოფიციალურად მას შემდეგ მიიღო, რაც 112 წლის ვატანაბე ტიტეცუ გარდაცვალების გამოძიება დასრულდა. ის იაპონიაში, გინესის სერტიფიკატის გადაცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system