თავში

ვინ არის სამოელი ბელადი, რომელსაც მონათმფლობელობისთვის 11 წელი მიუსაჯეს

ვინ არის სამოელი ბელადი, რომელსაც მონათმფლობელობისთვის 11 წელი მიუსაჯე
ვინ არის სამოელი ბელადი, რომელსაც მონათმფლობელობისთვის 11 წელი მიუსაჯეს

ახალ ზელანდიაში მამაკაცი, სახელად ჯოზეფ მატამატა, რომელიც სამოადან არის წარმოშობით, საკუთარ თანამემამულეებს მონებად ამუშავებდა. ამის შესახებ Mirror წერს.

როგორც ცნობილია, მატამატამ 1994 წელს საკუთარი თანამემამულეები ახალ ზელანდიაში მოტყუებით ჩაიყვანა. ის მათ სამსახურის დაწყებას და ცხოვრების გაუმჯობესებას დაჰპირდა. თუმცა, ახალ ზელანდიაში ჩასული ადამიანები მატამატას პირადი მონები გახდნენ.

1994-დან 2019 წლამდე 64 წლის მატამატამ ქალაქ ჰასტინგსში 13 ადამიანი ჩამოიყვანა. ის მათ მაღალ ხელფასს და სამუშაო ვიზის გაფორმებას ჰპირდებოდა. ჩამოსვლის შემდეგ ამ ადამიანებს კი პასპორტი წაართვეს. მათ დღისით ისინი ბაღსა და ვენახებში მუშაობდნენ, ღამე კი - სახლში. ისინი დღეში 14 საათს მუშაობდნენ და დასვენების დღეები არ ჰქონდათ. 

სასამართლოში დაკითხვის დროს გაირკვა, რომ მამაკაცი მათ ნელა მუშაობისთვის ფიზიკურად უსწორდებოდა და დაზიანებები მათ დღემდე არ შეუხორცდათ.

 დაზარალებულთაგან ყველაზე უმცროსი 12 წლისაა, უფროსი კი 50 წლის. ისინი ინგლისური ენას არ ფლობდნენ და კითხვაც კი არ იცოდნენ.

თავად მატამატა დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ სამოას კულტურული ტრადიციების გათვალისწინებით, ის ამ ადამიანებს ოჯახის წევრებად აღიქვამდა და ხელფასს ამიტომაც არ უხდიდა. 

შოკისმომგვრელი ამბის შესახებ მხოლოდ შარშან გახდა ცნობილი, როდესაც ერთ-ერთმა გოგონამ გაქცევა მოახერხა.

დაზარალებულთა თქმით, მატამატა სამოაში ბელადის სახელითაა ცნობილი და მასთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო.

მათამატა არის პირველი ადამიანი ახალ ზელანდიაში, რომელიც ადამიანის ვაჭრობისთვის და მონათმფლობელობისთვის გაასამართლეს. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და დაზარალებულთათვის 183 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system