თავში

ვინ არის საუკეთესო ჯეიმს ბონდი

​ვინ არის საუკეთესო ჯეიმს ბონდი
ვინ არის საუკეთესო ჯეიმს ბონდი

გამოცემა RadioTimes-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი ჯეიმს ბონდის საუკეთესო შემსრულებლის გამოვლენა იყო.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე უკეთ აგენტ 007-ის ამპლუას ბრიტანელმა მსახიობმა, შონ კონერიმ გაართვა თავი.

გამოკითხვაში მონაწილეობა 14 ათასმა ადამიანმა მიიღო.

პირველ რაუნდში კონერიმ დენიელ კრეიგს აჯობა 56 პროცენტით 43-ის წინააღმდეგ.

მეორე რაუნდის გამარჯვებული, 76 პროცენტით, პირს ბროსნანი გახდა. მისმა მოწინააღმდეგემ, ჯორჯ ლეზენბიმ ხმების 24 პროცენტი მოაგროვა.

მესამე რაუნდში როჯერ მურმა, რომელმაც 41 პროცენტი მიიღო, პირველობა ტიმოთი დალტონს დაუთმო. ამ უკანასკნელს ხმა 49 პროცენტმა მისცა.

სამივე რაუნდის გამარჯვებულმა ფინალში შემდეგი შედეგი აჩვენა:

შონ კონერი - 44%;

ტიმოთი დალტონი - 32%;

პირს ბროსნანი - 23%.

შეგახსენებთ, რომ შონ კონერი პირველი იყო, ვინც აგენტი 007 კინოეკრანზე განასახიერა. 1962 წლიდან 1971 წლამდე მან მონაწილეობა 6 ფილმში მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system