თავში

ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც ქალაქ ნიცაში სამი ადამიანი მოკლა

​ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც ქალაქ ნიცაში სამი ადამიანი მოკლა
ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც ქალაქ ნიცაში სამი ადამიანი მოკლა

თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ეკლესიასთან 3 ადამიანი მოკლა, ევროპაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

მისი ცნობით, წარმოშობით ტუნისელი მამაკაცი ნიცაში იტალიიდან ჩავიდა და მას იტალიის წითელი ჯვრის თანამშრომლის დოკუმენტები ჰქონდა. საბუთი იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე მიგრანტთა ნავით მისი ჩასვლის შემდეგაა გაცემული

21 წლის ეჭვმიტანილი საფრანგეთში იტალიის ქალაქ ბარიდან 9 ოქტომბერს ჩავიდა. ის სათვალთვალო კამერამ ნიცის რკინიგზის სადგურში დააფიქსირა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ეჭვმიტანილი დაჭრეს და ამჟამად ის მძიმე მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ქალაქის მერი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system