თავში

ვინ და რატომ მოწამლა ალექსეი ნავალნი?

ვინ და რატომ მოწამლა ალექსეი ნავალნი?
ვინ და რატომ მოწამლა ალექსეი ნავალნი?

რუსი ოპოზიციონერი, პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამლვა საპარლამენტო არჩევნების წინ მის განეიტრალებას ისახავდა მიზნად. ნავალნის თქმით, რუსულმა სპეცსამსახურებმა ის ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამლეს იმიტომ, რომ მასში საფრთხე დაინახეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"მათ ესმოდათ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ სერიოზული პრობლემები ელოდათ, რაც მათთვის საკმაოდ სახიფათო იყო", განუცხადა ნავალნიმ ცნობილ რუს YouTube ბლოგერს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კომიდან გამოსვლის შემდეგ დღეს პირველი ვიდეოინტერვიუ მისცა, სადაც გააცხადა რომ თავს უკეთ გრძნობს და გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. 

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system