თავში

ვინ იქნება თეთრი სახლის კომუნიკაციების მომავალი დირექტორი და აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერი

​ვინ იქნება თეთრი სახლის კომუნიკაციების მომავალი
ვინ იქნება თეთრი სახლის კომუნიკაციების მომავალი დირექტორი და აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერი

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ქეით ბედინგფილდი იქნება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპირერი ჯენ ფსაკი გახდება. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ბაიდენი "ამერიკული პროგრესის ცენტრის” პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, ნეერა ტანდენის დანიშვნას მენეჯმენტისა და ბიუჯეტის სამსახურის დირექტორად გეგმავს.

ბაიდენის მიერ არჩეული სამივე კანდიდატი ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა. ბედინგფილდს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მისი კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობა ეკავა. ფსაკი თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი იყო, ტანდენი კი ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების მდივნის, კეტლინ სებელიუსის უფროს მრჩევლად მუშაობდა.

გარდა ამისა, კარენ ჟან-პიერი პრესმდივნის მთავარი მოადგილე იქნება. ეშლი ეთიენი ვიცე-პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელობას ჩაიბარებს.

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის უფროსი მრჩეველი ელიზაბეტ ალექსანდერი, აშშ-ის მომავალი პირველი ლედის, ჯილლ ბაიდენის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system