თავში

ვინ მიიღებს მონაწილეობას Warner Bros.-ის ონლაინ-ფესტივალში? - VIDEO

​ვინ მიიღებს მონაწილეობას Warner Bros.-ის ონლაინ-ფესტივალში?
ვინ მიიღებს მონაწილეობას Warner Bros.-ის ონლაინ-ფესტივალში? - VIDEO

22 აგვისტოს Warner Bros. 24-საათიან ონლაინ-ფესტივალს DC FanDome-ს გამართავს. მისი სამიზნე აუდიტორია სუპერგმირების შესახებ ფილმებისა და სერიალების თაყვანისმცემლებია.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიცაა გალ გადოტი, კრის პაინი, კრისტენ უიგი, პედრო პასკალი, პატი ჯენკინსი, ჯეიმს განი, იდრის ელბა, მარგო რობი, ზაკ სნაიდერი, დუეინ ჯონსონი, მეთ რივზი, რობერტ პატინსონი და ეზრა მილერი.

მონაწილეები მომავალ პროექტებზე ისაუბრებენ, რომელთა შორის არის "ქალი-საოცრების" სიქველი, "თვითმკვლელთა რაზმი" ახალი ვერია, "სამართლიანობის ლიგის" სარეჟისორო ვერსია, ფილმი შავი ადამის შესახებ, ახალი "ბეტმენი" და სოლო ფილმი ფლეშის შესახებ.

მაყურებელი DC Comics-ის გმირების შესახებ ახალ ამბებს შეიტყობს და გადასაღები მოედნიდან ექსკლუზიურ კადრებს იხილავს.

ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. ფესტივალი თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system