თავში

ვინ მოკლა ზელიმხან ხარგოშვილი? - ჟურნალისტებმა მკვლელის ვინაობა გაარკვიეს

ვინ მოკლა ზელიმხან ხარგოშვილი? - ჟურნალისტებმა მკვლელის ვინაობა გაარკვიეს
ვინ მოკლა ზელიმხან ხარგოშვილი? - ჟურნალისტებმა მკვლელის ვინაობა გაარკვიეს

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხარგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ვადიმ სოკოლოვს 2013 წლის ივნისში ბიზნესმენის მკვლელობისთვის, რუსეთი ინტერპოლის წითელი ცირკულარით  ეძებდა, თუმცა 2015 წელს ძებნა შეწყვიტა. ამ შემთხვევაშიც მკვლელი ადგილზე ველოსიპედით მივიდა,  მსხვერპლს ორჯერ - გულსა და თავში ესროლა და შემთხვევის ადგილი ველოსიპედითვე დატოვა. გამოცემის მტკიცებით ეს ქმედება ხარგოშვილის მკვლელობის იდენტურია. 

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system