თავში

ვინ წერს "ტვიტებს" დონალდ ტრამპის ნაცვლად

​ვინ წერს "ტვიტებს" დონალდ ტრამპის ნაცვლად
ვინ წერს ტვიტებს დონალდ ტრამპის ნაცვლად

აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც მიკრობლოგ Twitter-ში დიდი აქტიურობით გამოირჩევა, საზოგადოებას გაანდო, ვინ წერს მის "ტვიტებს".

გადაცემა FullMeasure-ში სტუმრობისას აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ დილით და საღამოთი მოკლე შეტყობინებებს ან განცხადებებს თავად აქვეყნებს. დღისით კი, როდესაც სამუშაო პროცესი მთელი დატვირთვით მიმდინარეობს, ის აზრებს თანაშემწეებს კარნახობს და აწერინებს.

"მე ერთი ჯენტლმენი, სახელად დენი, მყავს, ის შესანიშნავად მუშაობს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ის დენ სკავინოს გულისხმობდა, რომელიც აშშ-ის ადმინისტაციაში სოციალური ქსელების მიმართულების დირექტორია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system