თავში

"ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის" - პუტინი ბაიდენს პასუხობს

"ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის" - პუტინი ბაიდენს პასუხობს
ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის - პუტინი ბაიდენს პასუხობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებებს გამოეხმაურა.

რუსული მედია წერს, რომ ბაიდენის განცხადების საპასუხოდ, რომ რუსეთს მოუწევს აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის პასუხი აგოს, პუტინმა უპასუხა: "ჯანმრთელად იყავი".

"ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ჩვენ ვამბობდით: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე ბაიდენს სიტყვა "მკვლელზეც" უპასუხა.

"ის, ვინც ამ სახელს სხვას დაარქმევს თავადაც ასეთია. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ ჩვენ მათნაირები ვართ, ეს ასე არ არის - ჩვენ განსხვავებული გენეტიკური კოდი გვაქვს", - განაცხადა პუტინმა.

შეგასხენებთ,რომ  აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია. ამის შესახებ მან ABC News-ის ეთერში განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system