
გამბიურმა ჩანთოსანი ვირთხამ, სახელად მაგავამ, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო კამბოჯაში ნაღმების აღმოჩენისთვის მიიღო. ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია PDSA-ზე დაყრდნობით BBC იუწყება.
მაგავამ სპეციალური მედალი PDSA Gold Medal მიიღო, რომელიც გეორგის ჯვრის ანალოგია.
ცხოველს ნაღმების აღმოჩენაზე ტანზანიაში საქველმოქმედო ორგანიზაცია APOPO წვრთნიდა.
მაგავას წონა 1,2 კილოგრამია. ის ნაღმების იდენტიფიკაციით ბოლო 7 წელია დაკავებული. ამ ხნის განმავლობაში 38 ნაღმი და 28 ერთეული საბრძოლო მასალა იპოვა.
PDSA აღნიშნავს, რომ ვირთხას ტენისის კორტის ზომის ტერიტორიის შემოწმება 30 წუთში შეუძლია. ადამიანი კი ამას 4 დღე მოანდომებდა.
ვირთხების გამოყენება ნაღმების მოსაძებნად 1998 წელს დაარსებულ ბელგიურ–ტანზანიურ კვლევით ორგანიზაციაში მოიფიქრეს.
გამბიური ჩანთოსანი ვირთხა – ღამის ცხოველია, ის ცუდად ხედავს, მაგრამ საუცხოო სმენა და ყნოსვა აქვს. სწორედ ამას ეფუძნება წვრთნები.