თავში

ვირთხების მიერ შეჭმულ გვამებზე გამოძიება განახლდა

ვირთხების მიერ შეჭმულ გვამებზე გამოძიება განახლდა
ვირთხების მიერ შეჭმულ გვამებზე გამოძიება განახლდა

საფრანგეთის მთავრობამ პარიზის საუნივერსიტეტო კვლევის ცენტრისთვის შეწირული ადამიანის სხეულების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიების ახალი ეტაპი დაიწყო. ამის მიზეზი ობიექტში გადაღებული ფოტოები გახდა, რომელმაც საშინელებათა ფილმის მსგავსი პირობები გამოავლინა.

პარიზის დეკარტის უნივერსიტეტის სხეულის შემოწირულობის ცენტრში გვამებს არაჰიგიენურ და არაადამიანურ პირობებში ინახავდნენ. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ სხეულები ერთმანეთზეა დალაგებული და ორგანოები ერთმანეთისგან მოშორებით იდო. სხეულები შიშველ მდგომარეობაში ინახებოდა და ერთს ვირთხებმა ლოყაც კი გამოაჭამეს. რამდემინე სხეულზე ხვრელები გქონდა და ფაქტობრივად დაშლილ მდგომარეობაში იყო. მათ ნაგვის ჩანთებში ინახავდნენ. სხეულის ზოგიერთი ნაწილი კი კერძო კომპანიებზე იყიდებოდა.

ამ საზარელი ამბის შემდეგ გამოძიება დაიწყო და საფრანგეთის მთავრობამ ობიექტი დახურა. პარიზის საუნივერსიტეტო კვლევის ცენტრს ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system