თავში

გაწვრთნილმა ვირთხებმა პატარა მანქანების ტარება ისწავლეს

​გაწვრთნილმა ვირთხებმა პატარა
გაწვრთნილმა ვირთხებმა პატარა მანქანების ტარება ისწავლეს


ამერიკელმა მეცნიერებმა მღრღნელების ჯგუფის გაწვრთნა გადაწყვიტეს, რომლებსაც სპეციალურად დამზადებული პატარა მანქანები უნდა ეტარებინათ. წვრთნის დროს კი აღმოაჩინეს, რომ დავალების მიმდინარეობა სტრესის დონეს ამცირებდა.

„მათი სწავლება მხოლოდ ვირთხების ტვინის შესაძლებლობების გამოკვლევას არ ემსახურებოდა. ეს მეთოდები ერთ დღეს, შეიძლება, ფარმაცევტული მედიკამენტებით განუკურნებელი მენტალური დაავადებების რეაბილიტაციისთვის გამოიყენონ“, - ამბობს პროექტის თანაავტორი კელი ლამბერტი რიჩმონდის უნივერსიტეტიდან. 

ლამბერტის თქმით, მას ნეიროპლასტიკა დიდი ხანია აინტერესებს. მას სურდა დაედგინა, როგორ იცვლება ტვინის იმპულსები გამოცდილებისა და გამოწვევების საპასუხოდ. განსაკუთრებით კი მას იმის გარკვევა სურდა, თუ რამდენად კარგად მოახერხებდნენ ამას ვირთაგვები, რომლებიც შეძლებისდაგვარად ბუნებრივ გარემოში იყვნენ მოთავსებული. მან და მისმა კოლეგებმა რობოტი მანქანის ნაკრები გადააკეთეს, სუფთა პლასტიკური კონტეინერი დაამატეს, რომ მძღოლის განყოფილების იმიტაცია შეექმნათ,  ქვედა ნაწილში კი ალუმინის ფირფიტა განთავსეს.

კაბინაში სპილენძის მავთული ჰორიზონტალურად იყო დამაგრებული, რათა მარცხენა და მარჯვენა მხარეები გამოყოფილი გამოყოფილიყო. როდესაც ვირთხამ ალუმინის იატაკზე თავი დადო და მავთულს შეეხო, წრიული დასრულდა და მანქანა არჩეული მიმართულებით წავიდა. 17-მა ვირთხამ რამდენიმეთვიანი ტრენინგი გაიარა, რათა 150 სანტიმეტრიან დისტანციაზე პლექსიგლასისგან დამზადებული 60 სანტიმეტრიანი მანქანებით დამოუკიდებლად გადაადგილება ესწავლა. მეცნიერის მოლოდინები გამართლდა, მღრღნელები სტიმულებით მდიდარ გარემოში ბევრად უკეთესად მოქმედებდნენ, ვიდრე მათი ლაბორატორიული ვირთხა კოლეგები, მაგრამ "ჩემთვის ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო, რომ ისინი ბევრად უკეთესები იყვნენ", - აღნიშნა ლამბერტმა.

ტესტების შემდეგ, ვირთხების განავლი სტრესული ჰორმონის კორტიკოსტერონის, აგრეთვე დეჰიდროეპიანანდროსტერონის შესამოწმებლად შეგროვეს, რაც მათი სტრესისა და ხასიათის გამოცნობას გაუადვილებდათ. ყველა მათგანს უფრო მაღალი დონის დეჰიდროეპიანანდროსტერონი ჰქონდა, რაც უფრო მოდუნებულ მდგომარეობაზე მეტყველებს, რომელიც შეიძლება ახალი ცოდნის, ოსტატობის მოპოვების დაკმაყოფილებასთან იყოს დაკავშირებული, რასაც ადამიანებში "თვითეფექტურობას" უწოდებენ. უფრო მეტიც, ვირთხებმა, რომლებმაც საკუთარი თავის მართვა მოახერხეს, დეჰიდროეპიანანდროსტერონის უფრო მაღალი დონე აჩვენეს, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ მგზავრის როლში იყო. როდესაც ადამიანი მანქანას აკონტროლებს, ყოველთვის ნაკლებად სტრესულ მდგომარეობაშია, ვიდრე ის, ვინც უკანა სავარძლებზე ზის - დაასკვნეს ექსპერიმენტის ავტორებმა.

ლამბერტისთვის ყველაზე დიდი ნაბიჯი მკურნალობის ახალი გზების პოტენციალის აღმოჩენა იყო, რომელიც სხვადასხვა მენტალური დაავადების მქონე ადამიანებისთვის შეიძლება განკურნების და განტვირთვის ახალი საშუალება აღმოჩნდეს.  

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system