თავში

ვირუსების გამო კოლორადოში 46 სკოლა დაიხურა

ვირუსების გამო კოლორადოში 46 სკოლა დაიხურა
ვირუსების გამო კოლორადოში 46 სკოლა დაიხურა

კოლორადოს შტატში, მესას ოლქში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ვირუსის აფეთქების გამო, 46 სკოლა დაიხურა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვირუსის გავრცელების არეალში ყველა სასწავლო დაწესებულება დახურეს.

ექიმების განცხადებით, ვირუსი გადამდებია და ძალიან სწრაფად ვრცელდება. ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, სპეციალისტები დაავადების ტიპის იდენტიფიცირებას ცდილოებენ. ამ დროის მონაცემებით, ის ძალიან ჰგავს ნორუოლკის ვირუსს და 12-24 საათს გრძელდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ნორუოლკის ვირუსი, რომელსაც ხშირად „კუჭის ჭიასაც“ უწოდებენ, ძალიან ადვილად გადადის სულ მცირე კონტაქტის შემთხვევაშიც კი.

მესას სასკოლო ოლქი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ოლქია კოლორადოს შტატში. მასში 46 სკოლა, 22000 მოსწავლე და 3000 თანამშრომელი ირიცხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system