თავში

ვირუსის ბრიტანული შტამი, შესაძლოა, მალე მთელ მსოფლიოს მოედოს

ვირუსის ბრიტანული შტამი, შესაძლოა, მალე მთელ მსოფლიოს მოედოს
ვირუსის ბრიტანული შტამი, შესაძლოა, მალე მთელ მსოფლიოს მოედოს

კორონავირუსის ბრიტანული შტამი აშშ-ის ტერიტორიაზე ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება. სამეცნიერო კვლევიდან მასალებს The Washington Post ავრცელებს. მეცნიერების დაკვირვებით, ბრიტანული შტამი 35%-45%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის სხვა მუტირებული ვარიანტები. ექიმების თქმით, ვირუსის ბრიტანეთში გაჩენილი ვერსია B.1.1.7 ბევრად უფრო გადამდებია და გაცილებით მეტი სიკვდილიანობა ახასიათებს.

კორონავირუსის ბრიტანული შტამი B.1.1.7 ყველაზე დიდი რაოდენობით ფლორიდის შტატში დაფიქსირდა. მუტაციის ასეთი ტემპის პირობებში ვირუსის ახალი ვერსია მსოფლიოს ძალიან მალე შეიძლება მოედოს.

სპეციალისტების თქმით, დამცავი პირბადეები, ფარები და სოციალური დისტანცია ისევ რჩება თავდაცვის მთავარ მექანიზმად ვირუსის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ.  პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა კი დაუყოვნებლივი და მასშტაბური ვაქცინაციაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system