თავში

ვირუსის გავრცელებისთვის სეული ეკლესიას 4 მილიონს გადაახდევინებს

​ვირუსის გავრცელებისთვის სეული ეკლესიას 4 მილიონს გადაახდევინებს
ვირუსის გავრცელებისთვის სეული ეკლესიას 4 მილიონს გადაახდევინებს

სამხრეთ კორეის დედაქალაქის ხელისუფლება სეულში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელებისთვის “სარანგ ჯეილის ეკლესიისგან" და მისი წინამძღვრისგან, იუნ კვან-ჰუნისგან 4 მილიონ დოლარს ითხოვს. ადმინისტრაციამ სარჩელი სასამართლოში შესატანად უკვე გაამზადა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ეკლესია არ ემორჩილება სოციალური დისტანციის მკაცრ რეგულაციებს, დაბრკოლებებს ქმნის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელისუფლებას მრევლის შესახებ სიას არ აწვდის. გარდა ამისა, მთავრობის მტკიცებით, ეკლესია ვირუსის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

კორონავირუსის ახალი ტალღა ეკლესიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მრევლმა აგვისტოში სეულის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა და დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს კლასტერად იქცა. აფეთქებამ ინფექციის დღიური შემთხვევების სამჯერ მატება გამოიწვია.

ხელისუფლების განცხადებით, ეკლესიის კლასტერმა ქვეყანას მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა.

თავის მხრივ “სარანგ ჯეილის ეკლესიის" წინააღდეგ ჩივილსა და ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს ეროვნული სამედიცინო სადაზღვევო სისტემაც. ისინი ეკლესიისგან 4,7 მილიონ დოლარს მოითხოვენ.

ამ დროისთვის სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების 22 783 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა 377 -ს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system