თავში

ვის დაურეკავს პირველად პრეზიდენტი ჯო ბაიდენი?

ვის დაურეკავს პირველად პრეზიდენტი ჯო ბაიდენი?
ვის დაურეკავს პირველად პრეზიდენტი ჯო ბაიდენი?

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირველ სატელეფონო ზარს კანადის პრემიერთან ჯასტინ ტრიუდოსთან განახორციელებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

"მისი პირველი სატელეფონო ზარი, ზარი საერთაშორისო ლიდერთან იქნება პარასკევს პრემიერ-მინისტრ ტრიუდოსთან. განხილული იქნება კანადასთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები, ასევე გადაწყვეტილება Keystone-ის მილსადენთან დაკავშირებით, რის შესახებაც დღეს ჩვენ განვაცხადეთ", - აღნიშნა ფსაკიმ ინაუგურაციის შემდეგ.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით ჯო ბაიდენი პირველ სატელეფონო ზარებს მოკავშირეებთან განახორციელებს. მისი პრიორიტეტი მათთან საუბარი, ურთიერთობების აღდგენა და გამოწვევებსა და საფრთხეებზე სათანადო რეაგირება იქნება.

კითხვაზე შედგებოდა თუ არა სატელეფონო ზარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ფსაკიმ განაცხადა, რომ მის გეგმაში არ შედიოდა პუტინთან საუბრის განრიგის მათთვის გაცნობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system