თავში

ვის ემუქრება COVID-19-ის რეციდივი

​ვის ემუქრება COVID-19-ის რეციდივი
ვის ემუქრება COVID-19-ის რეციდივი

COVID-19-ით განმეორებითი ინფიცირება 65 წელს გადაცილებულ პირებს ემუქრება. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

კერძოდ, კვლევაში აღნიშნულია, რომ განმეორებით ინფიცირებისგან დაცვის დონე პაციენტებში, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, 80,5%-ს შეადგენს. ამავე დროს, 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ეს მაჩვენებელი 47,1%-ს შეადგენს.

შეგახსნებთ, რომ 17 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი მეცნიერ მუშაკმა სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ COVID-19-ის ახალი შტამებით რეინფიცირების ფაქტები ფიქსირდება. საუბარია რეციდივებზე, როდესაც პაციენტებს ვირუსისადმი ანტისხეულები უკვე ჰქონდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system