თავში

ვისკონსინის შტატში, ხმების გადათვლის შედეგად, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ვისკონსინის შტატში, ხმების გადათვლის შედეგად, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა
ვისკონსინის შტატში, ხმების გადათვლის შედეგად, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში, ორ ყველაზე დიდ ოლქში საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ვისკონსინის შტატში ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს დაახლოებით 20 000 ხმით მოუგო.

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებების ინფორმაციით, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა გამარჯვება. მას საარჩევნო კოლეგიის საჭიროზე მეტი - 306 ხმა აქვს, დონალდ ტრამპ კი მხოლოდ 232. მიუხედავად ამისა, ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system