თავში

ვისთვის აღმოჩნდა 2020 წელი ყველაზე იღბლიანი?

​ვისთვის აღმოჩნდა 2020 წელი ყველაზე იღბლიანი?
ვისთვის აღმოჩნდა 2020 წელი ყველაზე იღბლიანი?

უამრავი რამ მოხდა 2020 წელს, პანდემიამ დააზარალა მსოფლიო და გლობალური კრიზისი გამოიწვია, თუმცა, როგორც გარემოს დამცველები აცხადებენ, მიმდინარე წელს რაღაც კარგიც მოხდა. ინგლისური თახვები ველურ ბუნებაში ისევ გამრავლდნენ და მომავალში გააგრძელებენ გარემოზე ზრუნვას.

ინგლისური თახვები ბრიტანეთის გარემოს ჩვეული ნაწილი იყო, თუმცა, მათი ბეწვის, ხორცისა და ცხიმის სხვადასხვა მრეწველობაში აქტიური გამოყენების შედეგად, ისინი გადაშენდნენ. დიდი ბრიტანეთში წლები დასჭირდათ მათი ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად. სპეციალურ რეზერვუარებში გამრავლებული ცხოველები ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის ტყეებში გაუშვეს, სადაც მათ ადაპტაცია კარგად მოახდინეს.

თახვი, რომელიც იკვებება რბილმერქნიანი ხეების აღმონაცენითა და ქერქით, სახლობს სოროებში. ხის ტოტების, ლამისა და მიწისაგან აშენებს 2,5 მ სიმაღლის "ფაცხებს", მდინარეებში აგებს ჯებირებს.

ცხოვრების ამ წესის გამო მათ უნიკალურ ინჟინერ-ეკოლოგებს უწოდებენ. ისინი ხელს უშლიან წყალდიდობების წარმოქმნას და უდაბურ ადგილებში ხელს უწყობენ სიცოცხლის განახლებას.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system