თავში

ვითარება მთიან ყარაბაღში

​ვითარება მთიან ყარაბაღში
ვითარება მთიან ყარაბაღში

ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ისევ დაძაბულია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხი სამხედროები დილიდან ვარდენისის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის დაშქესანის რაიონის მიმართულებით ისვრიან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, ბრძოლები გრძელდება, სომხეთმა დილით სამხრეთ მონაკვეთში აზერბაიჯანული ჯავშანტექნიკა გაანეიტრალა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system