თავში

ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა

​ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა
ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ს 23 სექტემბერს ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ გვაქვს მოწვევა, ის წერილობითია, რაც დიპლომატიაში ხშირად არ კეთდება - მოწვევა არა მხოლოდ აშშ-ში ვიზიტით ჩასვლის შესახებ. თქვენ იცით, რომ აშშ-ში 23 სექტემბერს მივემგზავრებით. არამედ საუბარია ვაშინგტონში ვიზიტზე, რათა აშშ-ს პრეზიდენტსა და მთავრობასთან შედგეს შეხვედრა“, - განაცხადა პრისტაიკომ.

უკრაინის პირველმა დიპლომატმა არ დააკონკრეტა, როდის შედგება ვლადიმერ ზელენსკის და დონალდ ტრამპის შეხვედრა.

„სხვადასხვა თარიღები არსებობს, რომელსაც ჩვენ ახლა ვამუშავებთ. ვფიქრობ, მალე ყველაფერს გაიგებთ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system