თავში

ვლადიმერ ზელენსკი ინდური ვაქცინით აიცრა

ვლადიმერ ზელენსკი ინდური ვაქცინით აიცრა
ვლადიმერ ზელენსკი ინდური ვაქცინით აიცრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ლუგანსკის ოლქში ვიზიტისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. პრეზიდენტი ინდური Covishield-ის მიერ წარმოებული პრეპარატით აცრეს. ეს იგივე Oxford/AstraZeneca-ს ინდოეთში წარმოებული ვაქცინაა.

"ექიმებისა და სამხედროების ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს. ყველა დანარჩენს მოვუწოდებ რიგში დადგნენ. საშიში არაფერია. ამას ჩემს მაგალითზე გეუბნებით",- დაწერა ზელენსკიმ Instagram-ის გვერდზე. მანმადე მან სოციალურ ქსელში დააანონსა, რომ როგორც მხედართმთავარი, სამხედროებთან ერთად აიცრებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის მაქსიმ სტეპანოვის განცხადებით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ წამლის ხარისხიანობის დემონსტრირება საჯაროდ მოეხდინათ და მოსახლეობას ნდობა გასჩენოდა.

ზელენსკი განკარგულებით, პრეპარატის დანარჩენი დოზების უკრაინაში შეტანის დაჩქარების მიზნით ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებების გაგრძელება . პრეზიდენტის თქმით მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ უფასო ვაქცინაციაზე ჩაწერა.

Covishield-ის პრეპარატის რეგისტრაცია უკრაინაში 15 თებერვალს მოხდა. ქვეყანაში უკვე შეიტანეს ვაქცინის 500 000 დოზა. უკრაინა ასევე ჩინური Sinovac-ის წარმოების Coronavac-ს ელოდება, რომელიც სახელმწიფომ წინასწარ შეისყიდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system