თავში

ვლადიმერ ზელენსკი ქართულ მხარეს მადლობას უხდის

​ვლადიმერ ზელენსკი ქართულ მხარეს მადლობას უხდის
ვლადიმერ ზელენსკი ქართულ მხარეს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ქართულ მხარეს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება.

"2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხომიჩისა და ვლადიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე ვმუშაობდით. დღეს საქართველომ ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას“, – დაწერა ზელენსკი.

უკრაინის ორი მოქალაქე, ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 28 ნოემბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system