თავში

ვლადიმერ ზელენსკი რუსეთთან პატიმრების მორიგ გაცვლას აანონსებს

ვლადიმერ ზელენსკი რუსეთთან პატიმრების მორიგ გაცვლას აანონსებს
ვლადიმერ ზელენსკი რუსეთთან პატიმრების მორიგ გაცვლას აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი და მოსკოვი პატიმართა გაცვლის ახალი ეტაპისთვის ემზადებიან. ეს განცხადება ვლადიმერ ზელენსკიმ იალტის ევროპული სტრატეგიის მე-16 ყოველწლიური შეხვედრისას გააკეთა, რომელიც ამ წუთებში კიევში მიმდინარეობს.

ზელენსკის თქმით, ამჟამად მხარეები სიებზე მუშაობენ.

"ჩვენ ახლა პოლიტპატიმრების, მეზღვაურების შემდეგ მომდევნო ეტაპზე ვსაუბრობთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ სხვა სიებს ვამზადებთ და გაცვლის შემდეგ ეტაპს ველოდებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზეც გაიმართება. საკითხი "ნორმანდიული ოთხეულის" ფარგლებში ლიდერების დაგეგმილ შეხვედრაზეც განიხილება, რომელიც სექტემბერში ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system